My Blog is Going Worldwide…

Posted in My Honda Stories with tags , , on May 14, 2009 by ninjabb4

ისევ მივივიწყე ჩემი ბლოგი და დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია..
ბევრი რამე მოხდა ახალი, და ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი..

მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ეს ამ ბლოგზე აღარ დაიწერება…
ბევრი სამომავლო გეგმებიც მაქვს ჩემს მანქანაზე რომლებზეც თქვენ ამ ბლოგიდან ვეღარ გაიგებთ =)

დღეს ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი ბლოგი უფრო საერთაშორისო.
ეს არის ჩემი ჰობი და მსურს განვაგრძო მასზე მოყოლა და მივცე საშუალება უფრო მეტ ადამიანებს წაიკითხოს ის,
ისწავლოს რამე ახალი, და გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება.

ჩემი ბლოგი იცვლის საცხოვრებელ ადგილს და მომავალში თქვენ გექნებათ საშუალება იხილოთ ის:
HONDA TUNING ” – ზე :)

ჩემს ბლოგზე იქნება ინფორმაცია ჰონდის მარკის ყველა მოდელის ავტომობილის ტუნინგის, სტაილინგის და რემონტის შესახებ.
ეს აღარ იქნება ბლოგი მხოლოდ ჩემს პრელუდზე.

ასე რომ თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩემს ბლოგს ახალ მისამართზე:

Honda Tuning

Tuning and Styling My 4th Gen JDM Prelude

Posted in My Honda Stories on April 24, 2009 by ninjabb4

ისევ მივივიწყე ჩემი ბლოგი და ძალიან დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია..
ესეიგი რა ხდება.. 2 კვირის წინ ავიღე შვებულება და თითქმის მთელი თავისუფალი დრო დაუთმე ჩემს მანქანას :)

ადრე რომ ვწერდი მაგარ ინთეიქს ვაკეთებთქო ეგ ამბავი არ გამოვიდა..
მე და ჩემმა ძმაკაცმა კი ავაწყეთ ყველაფერი, თან ის თერმო ლენტაც დავახვიეთ
ბევრი ვიწვალეთ მაგრამ ის გოფრირებული მილი ძალიან სუსტი გამოდგა და გაიხა პირველივე დღეს :(

შემდეგ მოვიფიქრე ქარხნული ინთეიქის გადაკეთება..
გადავახვიეთ თერმო ლენტა, ცოტა შეუცვალეთ ფორმა და ბოლოში დავარჭეთ K&N-ის ფილტრი.
ძალიან ლამაზი და შედეგიანი გამოვიდა :)
პლიუს ამას როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი შეკვეთილი კოლექტორი რომელიც მეორე დღესვე მივაყენე =)

აი სურათიც:
JDM 2.2 VTEC

 ნუ რადგან ტუნინგის ნაწილები ჯერ ჯერობით გამომელია გადავწყვიტე გადავსულიყავი სტაილინგზე.
პირველ რიგში ვიპოვე 2 წლის წინ ნაყიდი გამჭირვალე შავი საღებავი და შევღებე უკანა ფარები.
მერე დავშალე წინა ფარები და შევღებე შიდა ვერცხლისფერი ნაწილები შავად..
პლიუს ამას შევღებე წინა ქვედა პავაროტნიკები, და გადავაკეთე ფარების პრავოდკა და გადავიტანე
მიგალკები გაბარიტების ადგილას წინა ზედა ფარებში :)
ფარების დაყენებისას პახოდუ მივაყენე წინა ბამპერის ე.წ ტუჩი რომელიც ასევე ძალიან მაგრად მოუხდა.
მერე ხელოსანთან გავაპრიალე წინა ფარები რომ მიმეღო კარგი ნათება და ბლესკი.

რომ მოვრჩი ამ ყველაფრის კეთება, მანქანა აშკარად ე.წ აბვესს ითხოვდა..
გამოვართვი ჩემ ძმაკაცს თავისი დამტვრეული მანქანის (მე-5 თაობის პრელუდის) უკანა ე.წ ტუჩი
და წავედი პლასტმასშიკთან. მან 1 დღეში გადამიკეთა ის და მოარგო მანქანას.
მეორე დღეს წავედი მალიარებთან და შევაღებინე ეს ახალი ტუჩი.

პახოდუ გადავწყვიტე კაპოტის ქვეშ პატარა სტაილინგის ჩატარება.
ვიყიდე უნიკალური საღებავები, რომლის ფერები მე თვითონ დავსვი აპარატზე
და შევღებე მატორის სახურავი 2 ფერში :)

ეხლა რომ უყურებ მანქანას, აშკარად ითხოვს პაროგებს..
პაროგები უკვე გამოვართვი ჩემს ძმაკაცს, მარა ისევ გადასაკეთებელია პლასტმასშიკთან.
მაგეებსაც რომ მოვარგებ, გარედან ერთი პასადკის დაგდებაღა დამრჩება სრული დაკმაყოფილებისთვის =)

იტოგში ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვიდა.. და ძალიან მომწონს ჩემი მანქანა.
JDM H22A Tuned

H22A JDM

Unique JDM H22A

 Prelude - Black Tail Lights

Prelude Styling

ყველას მადლობა ვინც მეხმარებოდა და გვერდში მიდგას!

Performance Upgrades – My Wish List

Posted in My Honda Stories on March 8, 2009 by ninjabb4

დღეს ამინდმა მაგრად ჩაისვარა..
და ჩემი ახალი ინთეიქი ინსტალაცია გადაიდო მომდევნო შაბათამდე.. :(

დღეს ჩამოვწერ აპგრეიდების სიას რომლების დაყენებას ვაპირებ მომავალში ჩემს მანქანაზე:

1. Skunk 2 Racing PRO 1+ Camshaft – $575
2. Skunk 2 Racing PRO Series Cam Gears – $230
3. Skunk2 Racing Pro Series Valve Spring and Titanium Retainer Kit – $535

And The Tuning Begins…

Posted in My Honda Stories on March 7, 2009 by ninjabb4

ოჰჰჰ როგორ მიყვარს ჩემი მანქანის ტუნინგი :)

ესეიგი ეხლა რა ხდება..
გამშვები კოლექტორი შეკვეთილი მაქვს 300 ლარი მიჯდება და 2 კვირაში აქ იქნება.
პლიუს დავითრიე K&N-ის მაგარი ფილტრი =)
K&N

ინთეიქის ყიდვაც მინდოდა მაგრამ მაგის ფული აღარ დამრჩა..
კარგი ინთეიქი ღირს 200$ და ზევით და პლიუს მაგას ჩამოტანა.
ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე Custom ინთეიქის აწყობა, თან რაც შეიძლება იაფად, ხარისხიანად და შედეგიანად  =)

თავიდან ასეთი იდეა მქონდა:
უნდა გამომეყენებინა ჩემი ყოფილი ტურბო დელ სოლის ინტერქულერის ალუმინის მილები, გადამედუღებინა და ამეწყო საჭირო ფორმა..
მაგრამ, ბოლოს უფრო მარტივი გამოსავალი ვიპოვე და იმედი მაქვს შედეგიც კარგი ექნება..
გუშინ სამსახურისთვის უნდა მეყიდა დენის კაბელი რომლებიც იყიდება ქავთარაძის ბაზრობაზე.
და მანდ შემთხვევით წავაწყდი სუპერ თხელ ალუმინის გოფრირებულ მილებს რომლებიც გამოიყენება გაზის კალონკებისათვის.
მივედი გამყიდველთან და გავაიასნე თუ რა ზომების და დიამეტრების არსებობს ეს მილები..
აღმოჩნდა რომ არსებობს 75მმ, 90მმ და 120მმ დიამეტრის გოფრირებული მილები :)

დღეს სამსახურში საქმე არ გვქონდა და მე და დავი წავედით ქავთარაძეზე ამ მილის ჩემი მანქანისთვის შესარჩევად..
სახლიდან წამოვიღე ჩემი K&N-ის ფილტრი, რომ ადგილზე გაგვეზომა მის დიამეტრი..

მოკლედ გავზომეთ ფილტრის უკანა მხარე რომელიც უნდა ჩამოეცვას მილს და ის აღმოჩნდა 90.50მმ, ოპააა :)
90მმ გოფრირებული მილი იდეალური გამოდგა ჩემს ვარიანტში..

ხო და ეგრე ვიყიდეთ ჩემი მომავალი ინთეიქი რომელიც სულ დაგვიჯდა თავის ხამუტებიანად 10 ლარი :D

ამ გოფრირებული მილის ძალიან დიდი პლიუსები აქვს:
ის ძალიან მსუბუქია.. 2 მეტრიანი მილი 100 გრამიც არ იქნება =)
ის ძალიან ადვილად იღუნება და არ იკეთებს ნაკეცს.
მის გაყვანა ადვილად შეიძლება რთულად მისადგომ ადგილებში.

აი რამოდენიმე სურათიც:
Cold Air Intake

Custom Cold Air Intake

Big Fat Custom Air Intake

ჰო, კიდე რამოდენიმე დღის წინ სამსახურში დავითრიე ლენტა რომელიც არ იწვება და იკავებს სიმხურვალეს..
ამ ლენტას შემოვახვევ ჩემს კოლექტორს როგორც კი ჩამოვა, და თუ მომრჩება ჩემს თესლა ინთეიქსაც შევფუთავ  =)

Header Wrap

ხვალ თუ მოვაბი თავი აუცილებლად ვიჩალიჩებ ახალი ინთეიქის დაყენებაზე..
ძალიან მაინტერესებს როგორი შედეგი ექნება და წესით კარგი ხმაც უნდა წამოიღოს :)

OK, OK, You’r Faster Than Me, But I’ll Be Back Soon With More Power

Posted in My Honda Stories on March 7, 2009 by ninjabb4

გუშინ დამირეკა ჟორჟიკამ (BMW კლუბელია) ხო და მხეცი 328ი არისო და დადგომა ხომ არ გინდაო?..
მე რათქმაუნდა დავთანხმდი, გავემზარე და დავადექი მათ ბირჟაზე..

ის მხეცი BMჭ ჯერ მოსული არ იყო, მარა გაიჩითა CRX – 2 ვალიანი ვიტეკის ძრავით (CRX-777 ნომრებზე).
მაგის პატრონმა შემომთავაზა დადგომა, და თან ისიც დააყოლა რომ ჯერ მაგის გამსწრები ჰონდა არ შეხვედრია..
ეს CRX-ი მართლაც მაგარ ხოდზეა და თან ბევრი რამეც აქვს გაკეთებული.. ვიხლოპი, გამშვები კოლექტორი, ინთეიქი და ასე შემდეგ..

დავდექით 5 ჯერ, ადგილიდანაც, დაგორებულზეც.. და ხუთივე ჯერ მე გავასწარი თან კაი 2 კორპუსით..
გაგიჟდა ის კაცი.. ბაზარი არააო ძმაო მე ხმას აღარ ვიღებო.. შენი ჰონდა არისო ყველაზე სწრაფიო თბილისშიო.
ძალიან ეწყინა =) თან ისიც თქვა ამ პრელუდს უეჭველი ჩარჯერი უყენიაო.. და წავიდა სახლში..

მერე მოვიდა მხეცი 328 EKA-ნომრებზე.
დავდექით 1ხელ ადგილიდან და სადღაც 2 ან ცოტა ნეტი კუზაოი გამასწრო :(
და მეორედ დაგორებულზე.. ნუ დაგორებულიდან 1 კუზაო გამიწია მხოლოდ..
დავიგრუზე მაგრად.. მარა რა გინდა.. ტიპს რაც კი შეიძლება და არ შეიძლება ყველაფერი აქვს გაკეთებული მანქანაზე..
სპორტული რასპრედვლები, ინტეიქი, შემშვები და გამშვები კოლექტორი, და რავიცი კიდე რაღაცეები..

მამენტ კარგია რომ გამასწრო.. უფრო მუღამზე მოვედი ჩემი მანქანის დატუნინგების.. და მიზანიც მაქვს აღებული :)
რევანში აუცილებლად იქნება.. მე რო მაგდენი ან მაგის ნახევარი მაინც გავაკეთო ჩემს მანქანაზე უეჭველი დავკარგავ ამ BMჭ’ს..

ჩემი მანქანა ხომ სულ სტოკია =)

Drag Racing Kills

Posted in My Honda Stories on March 7, 2009 by ninjabb4

2 კვირის წინ ვიყავი რუსთავის ტრეკზე, ჩემი მანქანის დრაგზე გამოცდა მინდოდა..

და აი ლისტი თუ რას გავასწარი იმ დღეს:
BMW 750
BMW 525
BMW 325
BMW 328
JDM Honda Prelude 2.2 VTEC – სპორტული ვიხლოპით, კოლექტორებით და Cold Air Intake-ით..
და კიდე რაც კი JDM პრელუდები იყო ყველას..

შეგიძლიათ იხილოთ რამოდენიმე დრაგის ვიდეო:
http://www.myvideo.ge/?video_id=395849
http://www.myvideo.ge/?video_id=395423
http://www.myvideo.ge/?video_id=395445

იმ დღეს რუსთავში ჩემი კონკურენტი ვერცერთი მანქანა ვერ აღმოჩნდა..
და ძალიან დაკმაყოფილებული წავედი სახლში :D

კიდე ძალიან ვხალისობ რომ ჩემი მანქანა ხალხს მაგარი ნაჩალიჩარი და დატუნინგებული გონიათ..
და არ მიჯერებენ რომ სტოკია :D

არა და ამ დროს სპორტული ფილტრიც კი არ მიყენია..

რამოდენიმე დღის წინ დიღომში დაუდექი ეკლიპს 2.0 ტურბო (მეოთხე თაობა), და კაი 3-4 კუზაოთი გავასწარი..  :)
ჰო.. მაგას ბუსტი ქონდა აწეული 0.9 ბარზე..

კიდე.. გავასწარი Audi All Road 2.7 Turbo’ს

და რავიცი მოკლედ ჩემი მანქანა არ მარცხვენს.. :)

Fuck Fuck Fuck :(

Posted in My Honda Stories on February 28, 2009 by ninjabb4

დღეს სამსახურში გამომიჩნდა ცოტა თავისუფალი დრო და ეგრევე გავარდი ხელოსანთან ახალი კოლექტორის დასაყენებლად..
მივედი, თავისუფალი დამხვდა გამისწორდა.. დავშალეთ ყველაფერი, მოვხსენით ძველი კოლექტორი და დადგა დრო ახალის მიყენების..
მივატოლეთ საბოლტეები და არ დაემთხვა :( მერე ძალით ვჩალიჩობდით ჩაყენებას და მაინც არ დადგა.. მოკლედ სხვა მანქანის კოლექტორი გამოდგა :(

აუუუუუ ძალიან მეწყინა.. გატეხილში ვარ მთელი დღე..

საღამოს დავადექი იმ ტიპს ვისგანაც ვიყიდე, ცოტა მივაკაჩავე და ფულიც გამოვართვი უკან..

დედას შევეცი რა.. თუ არ იცი ზუსტად რას ყიდი, როგორ ბედავ..

მოკლედ ვოტ ტაკ რა..

იმ კვირაში ამ 250 ლარით ვიჩალიჩებ კოლექტორის დათრევაზე ebay-დან..

New Headers For My Baby :)

Posted in My Honda Stories on February 27, 2009 by ninjabb4

გუშინ სამსახურში ჩემი ძმაკაცი დავიკო დაძრომიალობდა myauto.ge-ზე და შემთხვევით წააწყდა ჩემი მანქანის სპორტულ კოლექტორს..

ფასი ეწერა 250$, მე ეგრევე გადაურეკე და ვკითხე ბოლო ფასი.. ნუ ტიპმა 350 ლარში წაიღეო.. ოქ მე უთხარი საღამოს დაგირეკავ და ალბათ მოვალ სანახავადთქო..

არადა მაგდენი ფულის გადახდა მაგრად არ მაწყობდა..  და იტოგში გადავწყვიტე აღარ მეყიდა..

მერე დავიკომ დაიწყო ჩემი აგდება.. “ეეე არადა როგორ მოუხდებოდა ეხლა ეს კოლექტორი თეზლ პრელუდას“, “როგორ დადღნავდა პრელუდა BMჭ-ებს ამ კოლექტორით” და ასე შემდეგ.. ხო და ბოლოს და ბოლოს მან შეძლო ჩემი ე.წ “აგდება”..

მერე ცოტა ვიფიქრეთ მე და დავიკომ..

“დედამიწაზე კრიზისია, რუსეთი გვიტევს.. ვის რაში ჭირდება ეხლა პრელუდის კოლექტორი”.. =)

და მოვიფიქრეთ ეგეთი რამ..
დაურეკავთ და შემოვთავაზებთ 250 ლარს (ვითომ მეტი ვერ ვიჩალიჩეთ) და ნუ მოკლედ გვიჭირს ბიძია =)

გადაურეკეთ იმ ტიპს, მოუყევით ეს ჩვენი მოგონილი ისტორია და ის დაგვთამხდა : )
ფული ქონია მისატანი ბანკში იმ დღეს და ეჩქარებოდა :)

საღამოს სამსახურის მერე გავგაზეთ მე და დავიმ ვარკეთილში (სადაც ცხოვრობდა ჩემი კოლექტორის ყოფილი მფლობელი)..
და დავითრიეთ უხმარი ზე-დეზლა კოლექტორი სულ რაღაც 250 ლარად :)

ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და უკვე ვეღარ ვითმენ..
მინდა რაც შეიძლება მალე დავაყენო და გავტესტო ჩემი ახალი სათამაშო : )

სავარაუდოთ ხვალ მივაყენებ ჩემ ახალ ჰედერებს და სურათებსაც დავდებ..

ჩაო =)

Braking Not Breaking

Posted in My Honda Stories with tags , , on February 26, 2009 by ninjabb4

რამოდენიმე დღის წინ სამსახურისკენ გზაში დამუხრუჭებისას უკნიდან მომესმა უცნაური ხახუნის ხმა :/
ეგრევე მივხვდი რომ უკანა კალოდკები გაცვდა ბოლომდე.

იმ დღესვე მინდოდა შეკვეთა რამე პერფორმანც კალოდკების ამერიკიდან,
ვიპოვე კიდევაც Hawk-ის კარგი ნახევრად-კერამიკული კალოდკები რომლებიც 100$ მდე მიჯდებოდა ჩამოტანით თბილისამდე,
მარა ბოლოს გადავწყვიტე მეყიდა ისევ თბილისში იმიტომ რომ არ მინდოდა აპორნი დისკების გაფუჭება.

წავედი წერეთლის 67 ნომერში პრემიუმ ავტო პარტს-ში და ვიყიდე ესპანური რემსას კალოდკები..
კალოდკები + გამოცვლა დამიჯდა სულ 50ლარამდე :)

უკვე მეორე დღეა დავდივარ და რავიცი დამუხრუჭება აშკარად გაუმჯობესდა..
მოკლედ უკანა კალოდკებია, ისინი მაინც სულ რაღაცა 25% თამაშობენ დამუხრუჭებისას.. ასე რომ იყოს რემსა მაგის დედაც..

სამომავლოდ გეგმაში მაქვს რუჩნიკის ტროსის დაჭიმვა ან საერთოდ ჰიდრო რუჩნიკის გაკეთება =)

To be continued..

Pimpin’ Audio System

Posted in My Honda Stories with tags , , , , on February 26, 2009 by ninjabb4

ნელ-ნელა დავიწყე აუდიო სისტემის ტუნინგი…
დავითრიე ახალი მულიმედია სისტემა – რომელიც კითხულობს ყველანაირი ფორმატის აუდიო და ვიდეო ფაილებს.
DVD, MP3, MP4, DIVX და ასე შემდეგ..
პლიუს ამას აქვს თაჩ სქრინი, ტელევიზორი, რადიო, ბლუთუზ კავშირი მობილურთან და კიდევ ბევრი ბევრი სიყვარულები..

აპარატი ჩინურია, ეონონი ქვია – მარა ყველაფერი მუშაობს ხუთიანზე..
და რაც შეეხება ხმის ხარისხს.. როგორც მინიმუმი ეს სისტემა აჯობებს ნებისმიერ სონის ფლეიერს.
ასე რომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ შენაძენით :)

აი სურათიც:
Eonon Car Multimedia Center

მანქანაში წინა დინამიკები არ მივარგა დაბალ ხმაზეც კი ხრიკინებს :(
უკან საერთოდ არ უყენია დინამიკები მაგრამ იმედი მაქვს მალე გამოვასწორებ ყველაფერს.

უი ხო.. კინაღამ დამავიწყდა..
ჩემმა ძმაკაცმა დავიკომ მაჩუქა კლარიონის საკაიფო დინამიკები და როგორც კი მოვაბავ თავს ჩავაყენებ..

To be continued…